ტიტე აროშიძემ ქობულეთის მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული პროგრამის ფარგლებში სასათბურე მეურნეობა მოინახულა
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტიტე აროშიძემ ქობულეთის მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული პროგრამის ფარგლებში სასათბურე მეურნეობა მოინახულა და ადგილზე არსებულ სიტუაციას გაეცნო.
საგანგებო ბიუჯეტის ფარგლებში, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრის“ პროგარმის „ბოსტნეული კულტურების წარმოების განვითარების ხელშეწყობის“ ფარგლებში, ქობულეთის მუნიციპალიტეტში 43 ერთეულ 500 მ2 სათბურებში დაირგო – 30 000 პამიდორის, კიტრის, წიწაკის, ბადრიჯანისა და ყაბახის ჩითილი, ასევე სხვადასხვა სახეობის მწვანილი.
სასათბურე მეურნეობაში წაროებული იქნება 300 – ტონამდე ბოსტნეული, რომელიც რეგიონის მოსახლეობას საჭიროების შემთხვევაში უფასოდ დაურიგდება.
ზემოთ აღნიშნულ ღონისძიებას, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი, მინისტრის მოადგილეები და აგროსერვის ცენტრის დირექტორი ესწრებოდნენ