ძველ ხიბულაში ხიდის მშენებლობა დაიწყო

ხობის მუნიციპალიტეტის ძველი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში, მდინარე ჭანისწყალზე ახალი ხიდი შენდება.

როგორც “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, ინფრასტრუქტურულ პროექტს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.

“ხიდის მშენებლობაზე 1 მილიონ 594 ათასი ლარი დაიხარჯება და მოსახლეობას თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობილი ინფრასტრუქტურით სარგებლობის შესაძლებლობა ექნება. ხიდის მშენებლობის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერი – გოჩა ქაჯაია გაეცნო”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები