მაჩხვარეთში შიდასაუბნო კილომეტრიანი გზა ეწყობა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაჩხვარეთში შიდა გზის მოასფალტება მიმდინარეობს. პროექტი გარდამავალი იყო და სამუშაოები გასულ წელს დაიწყო.  ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ლანჩხუთის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, კილომეტრიანი გზის რეაბილიტაციისთვის 283 104 ლარი დაიხარჯა.
სამუშაოები კომპანია „პალადამ” შეასრულა.
გზის რეაბილიტაციის პროცესი მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარე, ბესიკ ტაბიძემ დაათვალიერეს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები