წინანდლის საბავშვო ბაღში სამშენებლო სამუშაოები დაიწყო

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდლის საბავშვო ბაღში სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” თელავის მერიიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში, ბაღს ახალი ჯგუფი დაემატება, რომელიც დარბაზს, ბავშვების ოთახს, გასახდელს, საძინებელს და სველ წერტილებს მოიცავს.
პროექტი ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 312 526 ლარით ფინანსდება. სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შ.პ.ს. ,,კ და გ,, ასრულებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები