ქუთაისის ლაბორატორიაში გამოკვლეულ 327 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

გასული 24 საათის განმავლობაში სპეციალისტებმა ქუთაისის ლაბორატორიაში 327 ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს. პასუხები დღეს გახდა ცნობილი.
დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის გოჩა გიორგიძის განცხადებით, კორონავირუსი არცერთს დაუდასტურდა.
მისივე ინფრომაციით, კვლევა წყალტუბოს კარანტინიდან გამსვლელ 100 პირს, იმერეთის რეგიონში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში მოთავსებულ პაციენტებსა და გეგმურად მედპერსონალის ნაწილს ჩაუტარდა.
ცნობისთვის, დღეს წყალტუბოში სასტუმრო „პრომეთეში“ განთავსებულ საკარანტინე სივრცეს ყველა ადამიანი დატოვებს, სასტუმრო „სპა ლეგენდსში“ კი – 60 პირი დარჩება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები