მესტიის მუნიციპალიტეტში, ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

მესტიის მუნიციპალიტეტში, ჭუბერის თემში, სოფელ გურიშშთან ახლოს მდებარე ტყეში ხანძარი გაჩნდა. სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის ნინო ვიბლიანის განცხადებით, 112-ში მიღებული ინფორმაციის თანახმად, შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი.
“ხანძრის გამომწვევი მიზეზი სავარაუდოდ მეხის დაცემა გახდა. ადგილზე ინდივიდუალური სპეციალური აღჭურვილობით და დრონით მივიდნენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მესტიის და ჯვრის სამმართველოებიდან. ამ დროისთვის წიწვოვან ტყეში ცეცხლის ღია კერები აღარ შეინიშნება”,- განაცხადა ვიბლიანმა.

ამ დროისთვის, ხანძარი ლოკალიზებულია და გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები