ზუგდიდში 70 წლის კაცს კორონავირუსი დაუდასტურდა
ზუგდიდში კორონავირუსი ერთი ახალი შემთხვევა დადასტურდა, მამაკაცს რუსეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. ინფორმაციას საზოგადობრივი ჯანდაცვის ზუგდიდის ცენტრში ადასტურებენ.
“ერთი დადასტურდული შემთხვევა გვაქვს, შემოსულია ლარსის სასაზღვრო პუნქტიდან, 12 ივნისს შემოვიდა და გადაიყვანეს კარანტინში, ჩაუტარდა პისიარ კვლება, რომლის უარყოფითი პასუხის შემდგომ 14 ივნისს გაანთავისუფლეს კარანტინიდან დროებით ( ძმის გარდაცვალების გამო). გუშინ ჩაუტარდა ტესტირება და საეჭვო შემთხვების გამო გადაიყვანეს რუხის კლინიკაში და კორონავირუსი დღეს დაუდასტურდა”,- აცხადებენ ცენტრში.
კორონავირუსით ინფიცირებული 70 წლამდე მამაკაცი, იმყოფებოდა ძმის გასვენებაზე. საიდანაც 7 ადამიანი გადაყვანილია კარანტინში და ამჟამად მიმდინარეობს ღრმა ეპიდკვლევა.
ცნობისთვის, ამჟამად საოკუპაციო ხაზთან მდებარე რუხის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 5 პაციენტი მკურნალობს.