საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ ვასილ როინიშვილი აირჩიეს

საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის არჩევის პროცესი დასრულდა. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ ვასილ როინიშვილი აირჩიეს.

პარალელურად აქცია მიმდინარეობდა სასამართლოს შენობასთან. ორგანიზაცია “ალტერნატივას” და პოლიტიკური მოძრაობა “ლელოს” აქტივისტები ვასილ როინიშვილის მოსამართლედ დანიშვნას აპროტესტებდნენ და აცხადებდნენ, რომ ის ყოფილი იუსტიციის მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის გუნდის წევრია.

ვასილ როინიშვილი მოსამართლედ უზენაესმა სასამართლომ 2020 წლის 29 მაისს დანიშნა, მანამდე – 2006-2008 წლებში აჭარის პროკურორი იყო. საკონსტიტუციო სასამართლომ ორ კვირაში ახალი თავმჯდომარეც უნდა აირჩიოს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები