კახეთში სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პირთა რაოდენობა გაიზარდა

კახეთის რეგიონში სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პირთა რაოდენობა გაიზარდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ცვლილება საქართველოს მთავრობის განკარგულებით განისაზღვრა, რომელიც ძალაში 15 ივნისიდან შევიდა.

” 15 ივნისს მიღებული იქნა საქართველოს მთავრობის განკარგულება # 975, რომლითაც განისაზღვრა სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებული პრიორიტეტული პირების ნუსხა და ჩატარების წესი. ამ დღიდან მიზნობრივ ტესტირებას დაქვემდებარებულ უკვე კარგად ცნობილ რისკ-ჯგუფებს დაემატა: ფსიქიატრიული და ტუბდაწესებულებების პერსონალი, დიალიზზე მყოფი პაციენტები და მათი პერსონალი, პირველადი ჯანდაცვის პერსონალი, მათ შორის სოფლის ექიმები და ექთნები, პენიტენციური სამსახურის და შსს თანამშრომლები, ვისაც შეხება აქვთ ბრალდებულთან, საქალაქო და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მძღოლები”,- განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.

მისივე თქმით, რეგიონში თვითიზოლაციაში არავინ იმყოფება, რაც შეეხება საკარანტინე სივრცეებს, 3 ლოკაციაზე 70 მოქალაქე იმყოფება. ბოლო 24 საათში, რეგიონიდან ლუგარის ცენტრში 84 ნიმუში გაიგზავნა, ყველა ნიმუშის ტესტირების შედეგი უარყოფითია. კახეთის რეგიონში ჯამში, ლუგარის ცენტრში 5058 გაგზავნილი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები