მცხეთაში საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

მცხეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა N4 და N6 საბავშვო ბაღებში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. N4 საბავშვო ბაღის ეზოში საბავშო კუთხე ეწყობა, სადაც უკვე გაკეთდა ბორდიურები, ბავშვების უსაფრთხოების მიზნით ბეტონის გარკვეულ მონაკვეთზე დაიგება კაუჩუკის საფარი, დამონტაჟდება სათამაშო ატრაქციონები. საბავშვო ბაღისათვის მნიშვნელოვანი ადგილია სააქტო დარბაზი, სადაც სხვადასხვა ტიპის გაკვეთილები და ღონისძიებები ტარდება. ეს სივრცე ბავშვებს და მასწავლებლებს საშუალებას მისცემს უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გახადონ სასწავლო პროცესი, ამიტომ სააქტო დარბაზში იატაკის პარკეტით მოპირკეთება ხდება.
სამუშაოებს რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით კომპანია “NTS” ახორციელებს. არმაზში კი, N6 საბავშვო ბაღში, შიდა და გარე პერიმეტრის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მოეწყობა სააღმზრდელო ოთახები,საძინებლები, სამზარეულო და სველი წერტილები. ეზოში სათამაშო კუთხისა და შემოღობვითი სამუშაოები მიმდინარეობს. საბოლოოდ, შენობა თანამედროვე სტანდარტებით მოეწყობა და სააღმზრდელო პროცესი უფრო მაღალხარისხიანი გახდება.
აღნიშნულ სამუშაოებს რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით კომპანია “მეტალ +” ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები