ახმეტის წყლის სისტემის მოწყობის შემდეგ, აბონენტების ახალ ქსელზე გადართვა მიმდინარეობს 

საქართველოს  გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ახმეტაში,  წყლის სისტემის მშენებლობის ფარგლებში, ახალი ქსელის მოწყობა და  ინდივიდუალური გამრიცხველიანება დაასრულა.

აღნიშნულის შესახებ “რეგიონულ კვირას” რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიდან აცნობეს.

მათივე ცნობითმ ამ დროისთვის, ქალაქის  ძველი, ამორტიზებული სისტემიდან ახალ ქსელზე გადართვითი სამუშაოები მიმდინარეობს.  ახმეტის მოსახლეობის 40 % წყალმომარაგების ახალი სისტემით  სარგებლობს.  დარჩენილ ქუჩებზე გადართვით სამუშაოები აქტიურად გრძელდება და მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდება.  სამუშაოების შედეგად, ქალაქი უწყვეტი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.

“მას შემდეგ, რაც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ შეასრულა ვალდებულება და  ქსელი მოსახლეობის  ეზოებამდე და კორპუსების სადარბაზოებში მოაწყო, შიდა ქსელის მოწესრიგება  აბონენტებმა უნდა უზრუნველყონ.

ახმეტის წყლის სისტემის  რეაბილიტაცია მუნიცაპლური განვითარების ფონდმა ევროპის საინვესტიციო ბანკის მხარდაჭერით განახორციელა. პროექტის ფარგლებში აშენდა ახალი საქლორატორო, ასევე  მოეწყო წყლის გამანაწილებელი ქსელი და  დაერთების კვანძები.  სამუშაოებს  8 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები