კურორტ ბეშუმში დასუფთავების აქცია ჩატარდა
საქართველოში შიდა ტურიზმის გახსნასთან დაკავშირებით, ხულოს მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ერთობლივი ინიციატივითა და ორგანიზებით, კურორტ ბეშუმში დასუფთავების აქცია ჩატარდა.
აღნიშნულის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლებმა, კურორტის სხვადასხვა ტერიტორია საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაწმინდეს.