ზუგდიდში გამოკვლეული 104 ნიმუში კორონავირუსზე უარყოფითია

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 16 ივნისის მონაცემებით, კორონავირუსზე – 104 ნიმუში გამოიკვლიეს, ყველას პასუხი უარყოფითია.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, ანაკლია-განმუხურის საკარანტინე სივრცეში ამ დროისთვის, 35 პირია მოთავსებული, რეგიონის მასშტაბით თვითიზოლაციაში კი 20 პირი იმყოფება. სულ ეპიდზედამხედველობა 1868 პირზე დამყარდა.
რაც შეეხება რეგიონში კოვიდინფიცირებულებს, საოკუპაციო ზოლზე მდებარე რუხის საავადმყოფოში ამ დროისთვის ცხრა პაციენტი განაგრძობს მკურნალობას. კლინიკის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აქედან 4 კოვიდინფიცირებულია, ხოლო 5 მათგანი მწვავე რესპირატორული სიმპტომითა მოთავსებული. საავადმყოფოს დირექტორის, ნიკოლოზ ქარცივაძის თქმით, პაციენტები თავს კარგად გრძნობენ და ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები