მცხეთა-მთიანეთი შიდა ტურიზმისთვის მზადაა

შიდა ტურისტების დასახვედრად მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული ტურისტული ობიექტები სრულ მზადყოფნაში არიან.
მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედ რესტორნების, სასტუმროების და სხვა ტურისტული საქმიანობით დაკავებულ პირებს შეხვდა,შეხვედრა დიალოგის ფარგლებში კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
მხარის რწმუნებული დაინტერესდა თუ როგორ ასრულებენ ბიზნეს ოპერატორები იმ რეკომანდაციებს, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტრომ კორონა ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით შეიმუშავა.
მცხეთა-მთიანეთის მხარე ტურიზმის თვალსაზრისით საკმაოდ აქტიური ადგილია, ის ამ დრომდე მწვანე ზონად რჩება,რაც სამომავლოდ როგორც ადგილობრივი ასევე საერთაშორისო სტუმრების უფრო მეტად მოზიდვას შეუწყობს ხელს.
გუბერნატორმა ბიზნესის წარმომადგენლებს სთხოვა,რომ მაქსიმალურად იქნას გათვალისწინებული რეკომენდაციები რათა მხარემ მწვანე ზონის სტატუსი მომავალშიც შეინარჩუნოს.
შალვა კერესელიძემ შეხვედრის დროს პირადად მოისმინა ის პრობლემები,რომლებიც მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ტურისტული სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ.
აუდიენციის დროს გადაწყდა, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც რეგიონის მასშტაბით მოღვაწე ტურისტული ბიზნეს ოპერატორების პრობლემების მოგვარებაზე იზრუნებს.
მსგავსი სახის შეხვედრებს გუბერნატორი დუშეთში, თიანეთში და ყაზბეგშიც გეგმავს.
შეხვედრა საგურამოში ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში გაიმართა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები