მუნიციპალური განვითარების ფონდი ახალციხის ბაღებში ენერგოეფექტურობას შეუწყობს ხელს

მუნიციპალური განვითარების ფონდი, ქალაქ ახალციხის N1, N3, N5 და N6 საბავშვო ბაგა-ბაღების შენობებში ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების პროექტს ახორციელებს. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, სარეაბილიტაციო შენობები მუნიციპალური განვითარების ფონდისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში შეირჩა.

“დაგეგმილია საბავშვო ბაგა-ბაღების შენობების კედლების, ჭერისა და სარდაფების დათბუნება, გარე ფასადების მოპირკეთება და სარინელების მოწყობა. ამასთანავე, გათბობის სისტემებზე ავტომატური კონტროლის სისტემა დამონტაჟდება და მოეწყობა სავენტილაციო დანადგარები, რომლებიც საათში ორჯერ ჰაერის ცვლას უზრუნველყოფენ”,-წერია მათ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

როგორც მერიაში აცხადებენ, პროექტის მიზანი ალტერნატიული ენერგიის გამოყენებით, ენერგეტიკული რესურსების მოხმარების შემცირებაა. მათი ინფორმაციით, ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია დასაქმებული პერსონალისა და საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა პირობების გაუმჯობესება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები