სოფელ ხელთუბნის ახალგაზრდებს ივნისის ბოლოს ახალი მინი სტადიონი ექნებათ

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბნის ახალგაზრდებს ივნისის ბოლოს ახალი მინი სტადიონით სარგებლობა შეეძლებათ.აღნიშნულის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, სპორტული მოედნის რეაბილიტაციის სამუშაოები გორის მუნიციპალიტეტის მერმა – კონსტანტინე თავზარაშვილმა დაათვალიერა.

,,მინი სტადიონის რეაბილიტაცია ადგილობრივი ახალგაზრდების თხოვნით დავგეგმეთ. მათი ჩართულობა მნიშვნელოვანია  ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის საქმეში. სოფელში ფეხბურთის ორი გუნდია, მათ შორის, გოგონების გუნდიც. იმედი მაქვს, რომ   კეთილმოწყობილი სპორტული მოედანი მათ შემდგომი წარმატებების მიღწევაში დაეხმარებათ”,- განაცხადა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

პროექტი  სოფლის ახალგაზრდების ინიციატივით და  ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა. აღდგენითი სამუშაოების ფარგლებში, მოედნის საფარი ხელოვნური ბალახით დაიფარა, დამონტაჟდა კალათბურთის  ფარები და დიოდური განათების ახალი სისტემა, შეიცვალა ამორტიზებული ბადეები,   შეიღება ლითონის კონსტრუქციები და სკამები.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები