კელი დეგნანმა თელავის ისტორიული მუზეუმი და ერეკლე მეფის სასახლე მოინახულა
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სრულუფლებიანი ელჩი კელი დეგნანი ოფიციალური ვიზიტით თელავს ესტუმრა.
ელჩს თელავის მერმა – შოთა ნარეკლიშვილმა უმასპინძლა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა პანდემიის პირობებში ეკონომიკის აღდგენის გზებზე, თელავის ტურისტულ პოტენციალზე, დარგის განვითარების მიზნით დაგეგმილ ღონისძიებებსა და სამომავლო ურთიერთთანამშრომლობაზე ისაუბრეს.
ვიზიტის ფარგლებში, ამერიკის ელჩმა თელავის ისტორიული მუზეუმი და ერეკლე მეფის სასახლეც მოინახულა.