ტყიბულში მეშახტეებსა და „საქნახშირის“ ადმინისტრაციას შორის შეთანხმება შედგა

კომპანია „საქნახშირის“ ადმინისტრაციასა და მეშახტეებს შორის შეთანხმება შედგა. დასაქმებულები ხვალიდან სამუშაო პროცესს აღადგენენ.

​მათი თქმით, კომპანიის ხელმძღვანელებმა პირობა დადეს, რომ უსაფრთხოების ნორმები გაუმჯობესდება, ხელფასების გადახედვა კი 27 აგვისტოდან დაიწყება. ასევე, აუნაზღაურდებათ გაფიცვის დროს გაცდენილი დღეები. ასევე, დაიწყება ტექნიკური გადაიარაღება და მეშახტეების გადამზადება.

მოლაპარაკებები დახურულ კარს მიღმა საათზე მეტხანს გრძელდებოდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები