სააგენტოს – “აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, სოფელ ქვიშხეთში სასტუმრო ,,მწერლები“ გაიხსნა

 

შიდა ტურიზმის გახსნასთან ერთად, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, შიდა ქართლში, სოფელ ქვიშხეთში სასტუმრომ ,,მწერლები“ ფუნქციონირება დაიწყო.

პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 15 მლნ ლარზე მეტს შეადგენს და პირველი 2 წლის განმავლობაში აღებული სესხის საპროცენტო განაკვეთს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ დააფინანსებს.

20 ნომრიან სასტუმროში, ამ ეტაპზე, 30 ადამიანი დასაქმდა, თუმცა სამომავლოდ სასტუმროს მენეჯმენტი 40-მდე ნომრის დამატებას და დასაქმებულთა გაზრდას გეგმავს. აღსანიშნავია, რომ დასაქმებულების უმრავლესობა ადგილობრივია.

გახსნის ღონისძიებას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული – გიორგი ხოჯვანიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე – ირაკლი ნადარეიშვილი და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი – მიხეილ ხიდურელი დაესწრნენ.

,,შიდა ქართლში მსგავსი დონის სასტუმრო პირველია, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია რეგიონის ეკონომიკური თუ ტურისტული განვითარების თვალსაზრისით. დარწმუნებული ვარ, ქვიშხეთი და სასტუმრო ,,მწერლები“ მიმზიდველი ლოკაცია იქნება, როგორც უცხოელი, ისე ადგილობრივი დამსვენებლებისთვის”, – აღნიშნა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

სასტუმროში განთავსებულია ქართული ტრადიციული კერძების რესტორანი, ლაუნჯი, საკონფერენციო დარბაზი, მინი კინოთეატრი და ბავშვების ოთახი. ასევე, სასტუმროს ტერიტორიაზეა ორი აუზი, ღია და დახურული ვერანდა, სათამაშო მოედანი და ვერტმფრენის დასაჯდომი მოედანი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები