ქვემო ბოდბეში, ახალშობილის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბავშვის დედა, 1980 წელს დაბადებული ლ. ტ. დააკავეს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა ქალმა 11 ივნისს, გამთენიისას, სოფელ ქვემო ბოდბეში იმშობიარა და პოლიეთილენის პარკში გახვეული ახალშობილი ამავე სოფლის ტერიტორიაზე დატოვა. შემთხვევის ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს და ჩვილი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს”, – ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.
უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-112-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.