გრიგოლ ვაშაძემ გიორგი გაბუნიას შესაძლო მკვლელობის დაკვეთის საქმეზე ბრიფინგი გამართა

მოვითხოვთ, მაქსიმალურად სწრაფად და დეტალურად გასაჯაროვდეს ამ დანაშაულის ორგანიზატორები, დამკვეთები და შემსრულებლები, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტებს ქუთაისში, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განუცხადა.

ვაშაძე ტელეკომპანია “მთავარის” ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას სავარაუდო მკვლელობის დაკვეთის საქმეზე ისაუბრა და ხელისუფლებას ფაქტის დროული გამოძიებისკენ მოუწოდა.

„მტკივნეულია ამის აღიარება, მაგრამ მიწევ – ანტისახელმწიფოებრივი ხელისუფლების პირობებში საქართველო რუსული სპეცსამსახურებისა და პუტინის ტერორისტების თარეშის ველად გადაიქცა. შესაბამისი უწყებები იმის მაგივრად, რომ სახელმწიფოს უშიშროებაზე ზრუნავდეს, ოპოზიციის დევნით არიან დაკავებულნი. უსაფრთხოების სისტემა მოშლილია. „ოცნებისტების“ მთავრობის შედეგად ჩვენ სახელმწიფო არ გვაქვს და ეს გუშინდელმა ფაქტმა დაადასტურა. სოლიდარობას ვუცხადებ „მთავარს“ და ყველა თავისუფლების მოყვარე ჟურნალისტს, რომელიც ამ არხზე მუშაობს. მოვითხოვთ, მაქსიმალურად სწრაფად და დეტალურად გასაჯაროვდეს ამ დანაშაულის ორგანიზატორები, დამკვეთები და შემსრულებლები“, – განაცხადა ვაშაძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები