ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურა მოეწყობა
საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საავტომობილო გზის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოაცხადა.
გზები რეაბილიტირდება შემდეგ ქუჩებზე: ერისთავის, ჭყონდიდელისა და დოჩიას, მცხეთისა და ესებუას, გორკის, სიჭინავას, გამსახურდიას ქუჩის II შესახვევი, არაგვისპირელის, ვარშავას, სიმონ ჯანაშიას, ა. როგავას, ნინოშვილის, კედიას, ვახტანგ VI, შ.კიტიას, ფოთის, ბაქო, ჯ. რაფავა, წაღვერის, ვაჩნაძეს, დადვანის, ნიკოლაძისა და დარასელის, ლაღიძის, ჭავჭავაძის, ლევან II, დადიანის, დ. მეგრელის, ჯიქიას, ე. ჩარგაზიას, ნ. ნიკოლაძის II შესახვევი, ლ. ქობალიას, ბესიკის, ფ. ჟღერიას.
ასევე, დაგეგმილია სოხუმის, აღმაშენებლის, ბერიას, რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში წლის ბოლომდე 60-მდე საავტომობილო გზა რეაბილიტირდება.