შიდა ქართლიდან ლუგარში გაგზავნილი 67 ანალიზის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია
შიდა ქართლის რეგიონიდან ლუგარის ლაბორატორაშიო გაგზავნილი 67 პირის სატესტო ნიმუშიდან კორონავირუსზე ყველას პასუხი უარყოფითია. აღნიშნულის შესახებ ” რეგიონულ კვირას” დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეგიონულმა წარმომადგენლმა, ეკა ქორჩაშვილმა განუცხადა.
„გაგზავნილი 67 ნიმუშიდან ყველას პასუხი უარყოფითია. აღნიშნული სატესტო ნიმუშებიდან 32 ნიმუში უკავშირდება კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხში მცხოვრებ დაინფიცირებული ქალბატონის კონტაქტებს, 2 ნიმუში კი გორის მუნიციპალიტეტიდან იყო გაგზავნილი,“ – განაცხადა ეკა ქორჩაშვილმა.
შეგახსენებთ, ამ დროისთვის, რეგიონში კორონავირუსის 20 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. მათგან 7 – კასპში, 3 – ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში, 10 კი – გორის მუნიციპალიტეტში.