ჭიათურაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაათვალიერა
ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ, მერის მოადგილემ დავით ბიწაძემ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა ქალაქის ტერიტორიაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ჭიათურის მერიიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, თავდაპირველად, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ნიკოპოლის ქუჩაზე მიმდინარე ტროტუარის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს.
ასევე აქტიურად მიმდინარეობს ყვირილის სანაპირო ზოლის განახლება.
ქუჩის მთელ პერიმეტრზე დაგეგმილია ველობილიკის, ტროტუარისა და მწვანე ზოლის მოწყობა. აღდგება მოაჯირი და განთავსდება ძელსკამები
.სამუშაოები 2020 წლის 31 ივლისამდე დასრულდება. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტით ფინანსდება და მის განსახორციელებლად 270 000 ლარია გამოყოფილი.
ყოფილი პრესის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მღვიმევის ქუჩასა და ჯარბელის დასახლებას შორის არსებული ხიდის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ხიდის მშენებლობის პროცესიც მოინახულეს.
პროექტის მიხედვით არსებულ ამორტიზირებულ ხიდს დემონტაჟი ჩაუტარდა და ახალი ხიდის მშენებლობა დაიწყო.
პროექტს ტენდერში გამარჯვებული ფირმა ,,სინათლე 2006“ ასრულებს.
სამუშაოების ღირებულება 600 000 ლარზე მეტს შეადგენს.
პროექტი 2020 წლის სექტემბერში დასრულდება.
დასასრულს უახლოვდება ბაგა ბაღის მშენებლობა აბაშიძის ქუჩაზე. მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირები მშენებლებს შეხვდნენ და მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.
სამუშაოებს შპს „ელიტმშენი“ასრულებს.
ბაგა-ბაღის მშენებლობაზე 502 280 ლარი დაიხარჯება.