“ორმა ახალგაზრდამ ავტომანქანებით ერთმანეთს გზა არ დაუთმო”- დეტალები ახალქალაქში მომხდარ დაპირისპირებაზე

ახალქალაქის ცენტრში, ბაზრის მახლობლად მოქალაქეებს შორის დაპირისპირება მოხდა.  როგორც თვითმხილველები “რეგიონულ კვირასთან” აცხადებენ, ჩხუბის მიზეზი ახალგაზრდებს შორის გზაზე ავტომობილით გზის არ დათმობის გამო დაიწყო.

“ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ორმა ახალგაზრდამ ავტომანქანებით ერთმანეთს გზა არ დაუთმო. ამის შემდეგ იჩხუბეს. მერე ერთმანეთს დაარტყეს და ბოლოს ხალხიც შეგროვდა და ყველა ერთმანეთს ურტყამდა”,- განუცხადა “რეგიონულ კვირას” ერთ-ერთმა თვითმხილველმა.

შემთხვევის შედეგად არიან დაშავებულებიც. ჩხუბის მონაწილე ერთ-ერთი მამაკაცი ახალქალაქის რეფერალურ ჰოსპიტალშია გადაყვანილი.

ახალქალაქის რეფერალური ჰოსპიტალის მენეჯერის თქმით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

როგორც “რეგიონულ კვირას”  შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით დაიწყო, რაც ხულიგნობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები