ზუგდიდში, მუნიციპალიტეტის მასშტაბით წლის ბოლომდე 60-მდე გზა რეაბილიტირდება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია, ზვიად გამსახურდიას, ხელაიასა და ჯანაშიას ქუჩებზე და ალერტკარის ადმინისტრაციულ ერთეულში იმყოფებოდა, სადაც გზების სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო.
მერის განცხადებით, ზუგდიდში 34 გზის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდება, წლის ბოლომდე კი მუნიციპალიტეტის მასშტაბით 60-მდე გზა რეაბილიტირდება.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.

ზ. გამსახურდიას ქუჩაზე რეაბილიტირდება 1500 მეტრი გზა. გზასთან ერთად ეწყობა სანიაღვრე არხები, იგება ასფალტის საფარი. პროექტს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს და მისი ღირებულება 1 330 000 ლარია.

გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს ხელაისა და ჯანაშიას ქუჩებზე. ჯამში რეაბილიტირდება 2 კილომეტრამდე გზა. პროექტს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი 1 943 000 ლარით აფინანსებს.

მერი ალერტკარში მიმდინარე სამუშაოებსაც გაეცნო, სადაც რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით 550 მეტრი სიგრძის გზის მოწყობა მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 315 777 ლარია.

ალერტკარის გარდა საავტომობილო გზები 10 ადმინისტრაციულ ერთეულში ეწყობა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები