ზუგდიდში, აუზში 13 წლის მოზარდი დაიხრჩო
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ე.წ. ვექტორშის დასახლებაში არსებულ აუზში 13 წლის მოზარდი დაიხრჩო.
ადგილობრივების ინფორმაციით, ბავშვები საბანაოდ აღნიშნულ ძველ აუზზე ხშირად დადიან.
“საბანაოდ აქ ბავშვები ჩუმად დადიან, რადგან აკრძალულია ბანაობა. ძველი აუზია და არც არის უსაფრთხო”, – უთხრა “რეგიონულ კვირას” ადგილობრივმა.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.