ქუთაისში გზის სავალი ნაწილი შეკეთება ერთდროულად რამდენიმე ქუჩაზე მიმდინარეობს

ქუთაისში, გზის სავალი ნაწილის, ტროტუარების, სანიაღვრე სისტემის და დამცავი კედლების შეკეთება ერთდროულად რამდენიმე ქუჩაზე მიმდინარეობს.

ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა და ქალაქ-მუზეუმის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ჭეიშვილმა კიბულას ქუჩის მესამე შესახვევში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს.

აღნიშნულ ქუჩაზე განახლდება სავალი ნაწილი, ფეხით მოსიარულეთა ნაწილზე დაიგება ბეტონის მონოლითური საფარი, მწვანეყვავილას ქუჩის კვეთასთან და მოსახლეობის ეზოებთან შეკეთდება საყრდენი და დამცავი კედლები, მოწესრიგდება სანიაღვრე სისტემა.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, გზის საფარისა და საყრდენი კედლის მოწყობა მნიშვნელოვან პრობლემას გადაუწყვეტს მოსახლეობას. სამუშაოები 50 ათას ლარამდე ჯდება.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს „ჯთბ გოლდენ ეიჯ“ ასრულებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები