კახეთში პრემიერ მინისტრი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ მინისტრი კახეთში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა. გიორგი გახარიამ შიდა ტურიზმის გახსნაზე ისაუბრა და საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

“უდიდესი პატივია დღეს ამ შეხვედრის აქ გაკეთება, რადგან დღეს არის 15 ივნისი, დღეს საქართველოში გაიხსნა შიდა ტურიზმი, რაც ნიშნავს იმას, რომ კახეთის რეგიონს გაუმართლა. მას, როგორც ტურისტები, ეწვივნენ ჩვენი ქვეყნის ყველაზე საუკეთესო მეგობრები, ჩვენი ელჩები. ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ ყველაფერს, რაც დაკავშირებულია დღეის მდგომარეობით ტურიზმის აღდგენასთან და ამას აქვს დიდი მნიშვნელობა ქვეყნისთვის, განსაკუთრებით ამ რეგიონისთვის, – განაცხადა გახარიამ.
ასევე, პრემიერის თქმით, ქვეყანა ​კორონავირუსის მართვის და ადაპტაციის ახალ ეტაპზე გადადის.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები