თელავში, 26 მაისის ქუჩაზე მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. თვითმხილველების თქმით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა მძღოლი მანქანიდან გადმოვიდა.
წინასწარი ინფორმაციით, აალების მიზეზი სავარაუდოდ, გაუმართავი ელექტროსადენები გახდა.
ამ წუთებში, ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჯგუფები. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.