აბასთუმანში ობსერვატორიის მიმდებარედ ხანძარი ლოკალიზებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აბასთუმანში გაჩენილი ხანძრის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
“ადიგენის მუნიციპალიტეტში, დაბა აბასთუმანთან, ობსერვატორიის მიმდებარედ ტყეში გაჩნდა ხანძარი.
ადგილზე მუშაობს 5 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და 50-მდე მეხანძრე-მაშველი. ხანძარი უკვე ლოკალიზებულია და გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს.
მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.
მომხდარ ფაქტზე საქმე დაწყებლია სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს”,-წერია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები