“გთხოვთ, დაიცვათ რეკომენდაციები! “- გორის მერი მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს

გორის მუნიციპალიტეტის მერი – კონსტანტინე თავზარაშვილი გორის მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ და მთავრობისა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების სრული დაცვისკენ მოუწოდებს.

მერის განცხადებით , ამ დრომდე, გორის მუნიციპალიტეტში “კოვიდ 19″-ით დაინფიცირების მხოლოდ 7 შემთხვევა იყო დადასტურებული , რომელიც გორის სამხედრო ჰოსპიტალში მომუშავე კორონავირუსით დაინფიცირებული უმცროსი მედდის კონტაქტებს წარმოადგენდა.

„ძვირფასო გორელებო! სამწუხაროდ, ჩვენს მუნიციპალიტეტში “კოვიდ-19” – ის დადასტურებული 3 ახალი შემთხვევა გვაქვს. შედეგად, ამ ეტაპზე 37 მოქალაქე თვითიზოლაციაში იმყოფება. თქვენ იცით, რომ ანტიკრიზისული გეგმის შესაბამისად, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების მოხსნა ეტაპობრივად მიმდინარეობს. თუმცა, ქვეყანაში კვლავ ძალაში რჩება რიგი რეგულაციები. გთხოვთ, ზედმიწევნით დაიცვათ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული მოთხოვნები, რათა არ გვქონდეს ახალი შემთხვევების მატება. გთხოვთ, გარდა გადაუდებელი აუცილებლობისა თავი შეიკავოთ გარეთ გასვლისგან, დაიცვათ სოციალური დისტანცია და ისარგებლოთ პირბადით დადგენილი წესების შესაბამისად. აქამდე მუნიციპალიტეტში კოვიდ-19 – ის 7 დადასტურებული შემთხვევა გვქონდა. მათ შორის ყველა უკვე გამოჯანმრთელდა. შვიდივე შემთხვევა ერთ კლასტერს მიეკუთვნებოდა. გთხოვთ, დაიცვათ რეკომენდაციები! გისურვებთ ჯანმრთელობას!“, – ნათქვამია გორის მუნიციპალიტეტის მერის მიერ გავრცელებულ განცხადებაში .

ცნობისთვის, ბოლო სამი დღის განმავლობაში, გორის მუნიციპალიტეტში “კოვიდ 19″-ით დაინფიცირების 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამ დროისთვის, მუნიციპალიტეტის მასშტაბით კორონავირუსის 10 შემთხვევა დადასტურებული, აქედან 7 უკვე გამოჯანმრთელდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები