ჩხოროწყუში მოსახლეობისთვის სასურსათო პროდუქტის გადაცემა გრძელდება
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, მოსახლეობისთვის საკვები პროდუქტების დარიგება გრძელდება.
როგორც “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, მერმა – დათო გოგუამ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოწყვლად ჯგუფებს სასურსათო კალათა მიუტანა.
მათივე ცნობით, ხელისუფლების წარმომადგენლები, კერძო სექტორთან ერთად, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 2500 -ზე მეტ მეტ შეჭირვებულ ოჯახს, სოციალურად დაუცველებს, მრავალშვილიანებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და მარტოხელა ხანდაზმულებს უკვე დაეხმარნენ.