ზედამხედველობის სამსახურმა განთავსების(სასტუმროების) და კვების ობიექტების ხელმძღვანელებს სამუშაო ადგილებზე ახალი კორონა ვირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით შემუშავებული რეკომენდაციების შესაბამისობის შემოწმება დაიწყო. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, ზედამხედველობის სამსახურთან ერთად ქობულეთში, ერთ-ერთი განთავსების ობიექტი მოინახულა. ადგილზე დეტალურად შემოწმდა სრულდება თუ არა ის ვალდებულებები, რაც კანონითაა განსაზღვრული.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია მოუწოდებს ყველა განთავსების თუ კვების ობიექტების წარმომადგენელს, დაიცვან უწყებათაშორისი საბჭოს, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მიღებული რეკომენდაციები- მოუფრთხილდნენ ადამიანების სიცოცხლეს.