აბასთუმნის ტყეში ხანძარი განახლდა
აბასთუმნის ტყეში, ხანძარი მეორედ გაჩნდა. ძლიერი დაკვამლიანება ობსერვატორიის თანამშრომელებმა დღეს დილით შეამჩნიეს. ადგილზე მეხანძრე მაშველები მუშაობენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ხანძარი უკვე ლოკალიზებულია და გავრცელების საფრთხე არ არსებობს.
შეგახსენებთ, რომ აბასთუმნის ტყეში ხანძარი პირველად 2 დღის წინ გაჩნდა. მეხანძრე-მაშველებმა ცეცლის ლიკვიდირება კი გუშინ მოახერხეს. ცნობისთვის, ტყის მასივში დამწვარია წიწვოვანი ტყის ქვედა საფარი და კუნძები.