კასპის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 15 ახალი შემთხვევიდან 4 შიდა ქართლში დაფიქსირდა. .
დაინფიცირებული პირები კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხში მცხოვრები სანიტრის კონტაქტებია. ინფორმაცია „რეგიონულ კვირას„ შიდა ქართლის სახემწიფო რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვიმა დაუდასტურა.
„რეგიონში არის დაინფიცირების ახალი შემთხვევები. მათ შორის, არის მეტეხში მცხოვრები ქალის კონტაქტების 4 ახალი შემთხვევა. მათი კონტაქტების მოძიება აქტიურად მიმდინარეობს. ადგილზე მუშაობენ ეპიდემიოლოგები და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლები.
ეპიდემიოლოგების კვლევების შედეგად მოხდება ახალი კონტაქტების გამოკვლევა , ახალი ნიმუშები აღება და ამ ინფორმაციის დამუშავების შედეგად იქნება დამატებითი გადაწყვეტილებები მიღებული“,- განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

შეგახსენებთ, ამ დროისთვის, რეგიონში კორონავირუსის 20 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. მათგან 7 – კასპში, 3 – ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში, 10 კი – გორის მუნიციპალიტეტში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები