გურჯაანის მუნიციპალიტეტში ავტოავარიას 60 წლამდე ქალი ემსხვერპლა

გურჯაანის მუნიციპალუტეტის სოფელ ჩუმლაყში ავტოავარიას ფეხით მოსიარულე ემსხვერპლა.

თვითმხილველების თქმით, ქალი საავტომობილო მაგისტრალზე გადასვლას ცდილობდა, რა დროსაც მას მანქანა დაეჯახა. ქალი სამართალდამცველების და სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლამდე ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც “რეგიონულ კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები