კოვიდინფიცირების მორიგი შემთხვევა შიდა ქართლში
კორონავირუსით დაინფიცირების კიდევ ერთი შემთხვევა შიდა ქართლში. ინფუცირებული ქალი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხში მცხოვრები და თბილისის რესპულიკური საავადმყოფოს სანიტარია. აღნიშნული ინფორმაცია ” რეგიონულ კვირას” დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეგიონულმა წარმომადგენლმა, ეკა ქორჩაშვილმა დაუდასტურა.
“დაინფიცირებული ქალბატონი რესპულიკურ საავადმყოფოში მომუშავე სანიტარია. ამ დროისთვის სანიტრის კონტაქტებიდან ლუგარში იგზავნება 6 პირის სატესტო ნიმუში. თვითიზოლაციაში კი 11 პირი იმყოფება”, – განაცხადა ეკა ქორჩაშვილმა.
შეგახსენებთ, ამ დროისთვის, რეგიონში კორონავირუსის 16 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. მათგან 3 – კასპში, 3 – ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში, 10 კი – გორის მუნიციპალიტეტში.