ახალციხე-ადიგენის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

ახალციხე-ადიგენის ცენტრალურ გზაზე, სოფელ ფარეხასთან ავტოსაგზაო შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. ავარიის შედეგად შუახნის კაცი გარდაიცვალა.

როგორც თვითმხილველებმა “რეგიონულ კვირას” განუცხადეს, მძღოლი საშუალო სიჩქარით მიდიოდა, თუმცა მას ინფარქტი განუვითარდა, რის გამოც სატვირთო მანქანას შეეჯახა.

“ორჯერ აქვს გულის ავადმყოფობა გადატანილი, სტენდირებაც ჰქონდა გაკეთებული და სავარაუდოდ, ახლაც იგივე მიზეზი გახდა. გულმა დაარტყა და ავარიაც ამის გამო მოხდა”, – განაცხადა ერთ-ერთმა თვითმხილველმა.

50 წლამდე მამაკაცი, ახალციხის პროზექტურაშია გადასვენებნული.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები