აბასთუმანში ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შეტყობინება შევიდა, რომ აბასთუმანში, ტყის მასივში შეინიშნებოდა დაკვამლიანება.
​საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მათმა სამსახურმა შეტყობინების მიღებისთანავე ფაქტზე რეაგირება მოახდინა.

მეხანძრე-მაშველებს ადგილზე დახვდათ წიწვოვანი ტყის ხანძარი. მოკლე დროში მოხდა ადგილზე დამატებითი ცოცხალი ძალის მობილიზება, როგორც სამცხე-ჯავახეთის რეგიონიდან, ასევე, ქვემო ქართლიდან. ადგილზე ამ დროისთვის მუშაობს 65 მეხანძრე-მაშველი. ხანძრის ქრობაში, ასევე, ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი. მათ ტყის ხანძარზე უკვე განახორციელეს წყლის 10 დასხმა.
ამ დროისთვის სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და ცეცხლის გავრცელების საფრთხე არაა. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები”,-აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები