დიდ ჯიხაიშში ქუთაისთან დამაკავშირებელი უმოკლესი გზა იგება
დიდი ჯიხაიშის ადმინისტრაციულ ერთეულში, ქუთაისთან დამაკავშირებელი უმოკლესი გზის, 2 კილომეტრამდე მონაკვეთის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც დღეს მუნიციპალიტეტის მერმა – ვალერი ფოცხვერიამ და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა – ზურა გოგიამ დაათვალიერეს.
აღნიშნულის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, აღნიშნული სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში ფინანსდება და მას ტენდერში გამარჯვებული კომპანია “არქეოპოლისი” ასრულებს.