საგარეჯოში კორონავირუსის 1 შემთხვევა დადასტურდა

საგარეჯოში მცხოვრებ ახალგაზრდა მამაკაცს კორონავირუსი დაუდასტურდა. “რეგიონული კვირის” ინფორმაციით, მან ექიმს თბილისში, ავერსის კლინიკაში კონსულტაციის გამო მიაკითხა, რის გამოც მედიკოსებმა საეჭვო სიმპტომების მიზეზით, მას პსრ ტესტი ჩაუტარეს.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის ინფორმაციით, მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და მას პნევმონია აღენიშნება.
” მამაკაცს აღენიშნება პნევმონია, მისი მდგომარეობაა საშუალო სიმძიმისაა ამ ეტაპზე, და უტარდება შესაბამისი მკურნალობა”,- განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.

მისივე თქმით, მამაკაცის ინფიცირების წყარო ამ დრომდე, დაუდგენელია, თუმცა მოძიებულია 18 კონტაქტი და ყველა მათგანი საკარანტინე ზონაშია გადაყვანილი.
დაინციფირებული თბილისში, რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები