გოდოგნის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში ბეტონის გზა დაიგო
გოდოგნის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ბეტონის გზა დაიგო ბროლისქედში, ჭალასთავში, ნაგარევსა და ქვაშავას უბანში.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ლაშა გოგიაშვილმა მოადგილე მანუჩარ რობაქიძესა და მერის წარმომადგენელ გურამ ცირეკიძესთან ერთად გოდოგანში, კერძოდ ქვაშავას უბანში მიმდინარე გზის ბეტონით მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა და მშენებელი ორგანიზაციისწარმომადგენლებისაგან პროექტების შესრულების შესახებ ინფორმაცია მიიღო.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 27 თებერვლის N390 განკარგულების მიხედვით, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, აღნიშნული სამუშაოები კონტრაქტორი ორგანიზაციის შპს “ჯეო ბილდის” მიერ შესრულდა.
2020 წელს “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში თერჯოლის მუნიციპლიტეტში 108 პროექტის განხორციელებისათვის 690 000 ლარია განსაზღვრული. გოდოგნის ადმინისტრაციულ ერთეულში კი 13 პროექტისათვის 54 000 ლარი დაიხარჯება.