თერჯოლის მერის მოვალეობის შემსრულებელი ინდივიდუალურ მეწარმეებს შეხვდა

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ლაშა გოგიაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ჯანელიძე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ინდ-მეწარმეებსა და ქალაქ თერჯოლაში რეგისტრირებული ქონების მფლობელებს შეხვდნენ.
შეხვედრის მთავარი თემა საავტომობილო გზების მიმდებარედ არსებული ტერიტორიების დასუფთავება, ტურისტული ობიექტებისა და ვიზუალურად არადამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში არსებული სხვადასხვა უსახური შენობა-ნაგებობების იერსახის მოწესრიგება იყო.
შეხვედრაზე თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მიიღეს ინფორმაცია საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების მეპატრონეთა პრობლემებზე, ისაუბრეს უსახური შენობების მოწესრიგებისას შექმნილ წინააღმდეგობებზე. თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, კომპეტენციის ფარგლებში, პრობლემების მოგვარების პროცესში ჩართულობის მზადყოფნა გამოთქვეს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები