ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით სამი პაციენტი მოათავსეს. ისინი ტრაილერის მძღოლები არიან და მოგზაურობის ისტორია აქვთ. კლინიკის მთავარი ექიმის თემურ ნადირაძის განცხადებით, საეჭვო პაციენტებს ლაბორატორიული კვლევა დღის განმავლობაში ჩაუტარდებათ. იმერეთში 24 საათის განმავლობაში კოვიდ-19 დადასტურებული შემთხვევა არ გამოვლენილა.
“ამ დროის მონაცემებით, ახალი შემთხვევები არ გვაქვს. გვყავს სამი საეჭვო პაციენტი, რომლებსაც დღის განმავლობაში ჩაუტარდებათ ლაბორატორიული გამოკვლევა”,- აცხადებს ნადირაძე.
ამ დროისთვის, კლინიკაში 7 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს. მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.