შიდა ქართლში კორონავირუსის 1 ახალი შემთხვევა დადასტურდა

შიდა ქართლის რეგიონიდან ლუგარი ლაბორატორიაში გაგზავნილი 17 პირის სატესტო ნიმუშიდან კორონავირუსი მხოლოდ 1 პირს დაუდასტურდა. აღნიშნული ინფორმაცია „ რეგიონულ კვირას“ დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეგიონული წარმომადგენლმა,  ეკა ქორჩაშვილმა დაუდასტურა. ახალი  შემთხვევა გორში ,, ემბავუდის „ მაღაზიის თანამშრომელის მეუღლე შუახნის მამაკაცია. 

„ ამ დროისთვის კვლავ მიმდინარეობს ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა. დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან კორონავირუსით დაინფიცირებული პირთა კონტაქტები. გაგაზავნი 17 ნიმუშიდან კი კორონა ვირუსი მხოლოდ ერთ პირს დაუდასტურდა“, -განაცხადა ეკა ქორჩაშვილმა.

ცნობისთვის, შიდა ქართლის რეგიონში “კოვიდ 19”-ით დაინფიცირების ბოლო ორი დღის განმავლობაში, 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის, რეგიონში კორონავირუსის 15 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. მათგან 2 – კასპში, 3 –  ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში, 10 კი – გორის მუნიციპალიტეტში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები