ონში ადგილობრივი თვითმმართველობა კვების ობიექტებისა და საოჯახო სასტუმროების მფლობელებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ჩიკვაიძემ , მოადგილესთან გიორგი მაქარაშვილთან ერთად, საინფორმაციო შეხვედრა გამართა ონის მუნიციპალიტეტში მდებარე კვების ობიექტებისა და საოჯახო სასტუმროების მფლობელებთან. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ონის მერიიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნის შემდეგ ტურისტული სეზონის გახსნასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე, ჯანდაცვის უწყების მიერ დადგენილი რეგულაციების დაცვასა და დანართი 16-ის შესაბამისად სასტუმროებისთვის განკუთვნილ ზოგად რეკომენდაციებზე ისაუბრეს, ასევე ნორმებზე, რომლებიც ადგილობრივი ტურიზმის განვითარებისათვის აუცილებელია.
მერიის ცნობით, საკითხების განხილვის შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, რა დროსაც დამსწრე პირებს საშუალება ჰქონდათ უშუალოდ მერის მოვალეობის შემსრულებლისაგან მიეღოთ პასუხები მათთვის საინტერესო საკითხებზე.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები