ონში, დავით აღმაშენებლის და ზურაბ ქაფიანიძის ქუჩებზე გზების დასუფთავება მიმდინარეობს
ონის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, შპს „ ონის სერვის ჯგუფი” , შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის ონის სამსახურთან ერთად, დილიდან, დავით აღმაშენებლის და ზურაბ ქაფიანიძის ქუჩებზე, საავტომობილო გზების დაგვა-გადარეცხვის სამუშაოებს ახორციელებს.
როგორც “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, აღნიშნული სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი – დავით ჩიკვაიძე, მოადგილესთან – გიორგი მაქარაშვილთან და წარმომადგენელთან ქალაქ ონში – ლევან შერაზადიშვილთან ერთად, ადგილზე გაეცნო.
“ონის მუნიციპალიტეტის მერია მადლობას უხდის შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – საგანგებო სიტუაციების მართვის ონის სამსახურს დახმარებისთვის”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.