შიდა ქართლში კოვიდინფიცირების კიდევ 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავსა და ხაშურში მცხოვრებ ორ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ორივე ინფიცირებული თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალია.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეგიონული წარმომადგენლის, ეკა ქორჩაშვილის განცხადებით,  ორივე შემთხვევაში ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევები მიმდინარეობს.
ამ ეტაპზე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში, თვითიზოლაციაში 2 ოჯახი, ხაშურში კი – სამი პირი იმყოფება. დაინფიცირებულ მედიკოსებთან კონტაქტში მყოფი პირების სატესტო ნიმუშები ლუგარის ლაბორატორიაშია გადაგზავნილი
ცნობისთვის, შიდა ქართლის რეგიონში “კოვიდ 19”-ით დაინფიცირების 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის, რეგიონში კორონავირუსის 14 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. მათგან 2 – კასპში, 3 –  ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში, 9 კი – გორის მუნიციპალიტეტში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები