ზვიად შალამბერიძემ მეხანძრე-მაშველებს პროფესიული დღე მიულოცა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ მეხანძრე-მაშველებს პროფესიული დღე მიულოცა. მხარის რწმუნებული იმერეთის მთავარ სამმართველოში მეხანძრე-მაშველებსა და ოპერატორებს პირადად გაესაუბრა და მათ ქვეყნის ერთგულებისა და მამაცობისთვის მადლობა გადაუხადა.

“ვულოცავ ყველა მეხანძრე-მაშველს პროფესიულ დღეს. ისენი არიან ადამიანები, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად რისკავენ და თითოეული თანამოქალაქის სადარაჯოზე დგანან. მათ ბევრჯერ გამოავლინეს მაღალი პასუხისმგებლობა და თითოეული ჩვენგანი ყოველთვის ვიქნებით ამ ადამიანების მადლიერი“, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

დღესვე, საგანგებო სიტუაციების მართვის იმერეთის სამმართველოს უფროსს ვლადიმერ ჯღამაძეს მინისტრის ბრძანებით, სამსახურეობრივი მოვალეობის მაღალ დონზე შესრულებისთვის ჯილდო გადაეცა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები